თავში

,,შმაქსის" ლოგოს შესარჩევად ,,გირჩის" ლიდერმა შსს-ს მიმართა

,,შმაქსის" ლოგოს შესარჩევად ,,გირჩის" ლიდერმა შსს-ს მიმართა
,,შმაქსის ლოგოს შესარჩევად ,,გირჩის ლიდერმა შსს-ს მიმართა

,,შმაქსის" ლოგოს შესარჩევად ,,გირჩის" ლიდერმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოთხოვნა შეიტანა. ზურაბ ჯაფარიძემ უწყებას წერილით მიმართა. ის “შმაქსისტებისთვის” ერთ-ერთი ძირითად ლოგოდ სტუდენტის სასწავლო ქუდის დამტკიცებას ითხოვს, თუმცა როგორც ,,გირჩის" ლიდერი აცხადებს იმ შემთხვევაში თუ ეს ნიშანი არ მოეწონებათ, მათ  შეუძლიათ სხვა ლოგო შესთავაზონ სამინისტროს: გატყავებული ნაძვის ხე, ნარმანიას სახე და სხვა. 


,,როგორც იცით, ჩვენ გვაქვს კომპანია ,,შმაქსი" რომელიც ემსახურება თბილისის მოქალაქეებს, აწვდის მათ განათლებას, ძირითადად “გირჩის” თემატიკაზე. 8 ნოემბერს თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომელიც მიმართულია ამ კომპანიის წინააღმდეგ, სადაც ჩაწერეს - ნებისმიერი ტრაფარეტი რომელიც შეიძლება აღქმული იქნას ტაქსის ნიშნად ექვემდებარება დაჯარიმებას, სწორედ ამით გააჩერეს ეს ,,შმაქსები" და აჯარიმებენ 200 ლარით. მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, პასუხი არ გვაღირსეს. ვითხოვდით იანვრის ბოლომდე ვადას, რათა შეგვეცვალა ლოგო, ჩვენ შევქმენით ახალი ლოგო, ეს არის დამზადებული ტრფარეტი, რომელიც არის განათლების ნიშანი. პირველი, რასაც ვითხოვთ, დაგვიდასტურონ, რომ ასეთი ლიგოს გამოყენების შემთხვევაში ,,შმაქსებს" აღარ დააჯარიმებენ. თუ იტყვიან, რომ ეს ლოგოც არის მიუღებელი, მაშინ შემოგვთავაზონ თავად, რომელი ლოგოს გამოყენებას შევძლებთ და გამოვიყენებთ იმას"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


შეგახსენებთ, რომ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ტაქსის ლოგოს მიმსგავსებული ყველა სიმბოლო დაჯარიმდებოდა, სწორედ ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ 100-მდე ,,შმაქსისტი" 200 ლარით დააჯარიმეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system