თავში

ეროვნული არქივი მკვლევართა დარბაზებს ხსნის

ეროვნული არქივი მკვლევართა დარბაზებს ხსნის
ეროვნული არქივი მკვლევართა დარბაზებს ხსნის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1 მარტიდან მუშაობას განაახლებს.

ამ ეტაპზე მკვლევართა დარბაზები გაიხსნება საისტორიო ცენტრალურ, უახლესი ისტორიის ცენტრალურ და კინოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში. 

"მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს", - ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system