თავში

ერთ-ერთი COVID 19-ით ინფიცირებული სპორტსმენია

ერთ-ერთი COVID 19-ით ინფიცირებული სპორტსმენია
ერთ-ერთი COVID 19-ით ინფიცირებული სპორტსმენია

ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,  სპორტსმენია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი ამჟამად დედაქალაქში, კლინიკაში იმყოფება. მას 27 მარტს ჰქონდა კონტაქტები სამეგრელოს რეგიონში.

"რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები. ეს არის როგორც ზუგდიდში, ასევე წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში და ასევე ჩხოროწყუს რაიონში. კონტაქტების უმრავლესობა დღეს უკვე გამოვლენილია. მოქალაქეები აუცილებლად იქნებიან გადაყვანილნი კარანტინში", - განაცხადა მოწერელიამ.

ბოლო მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსით 157 პირია დაინფიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system