თავში

ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს - PHOTO

ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს - PHOTO
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს - PHOTO

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, მასწავლებელს შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ცირა ხაბრუძანია სოციალურ ქსელში წერს, შვილმა მას სკოლიდან თმის ის ნაწილი მიუტანა, რომელიც მასწავლებელმა თვიდან ამოგლიჯა. 

8 წლის მოსწავლის მშობელი განმარტავს, რომ პედაგოგისგან მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აქამდეც შეუნიშნავს, თუმცა ფიზიკური ძალადობის ფაქტი არასდროს დაუფიქსირებია. მისივე თქმით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. 

დედის მტკიცებით, მასთან საუბარში პედაგოგმა არ უარყო, რომ ბავშვს ფიზიკურად შეეხო. 

„მე უკვე სამი წელია ვცდილობ თამარ კუხიანიძესა  და ჩემს შვილს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, მოლაპარაკებების გზით, დირექტორის საქმის კურსში ჩაყენებით. მიიღო კიდეც გაფრთხილება რამდენჯერმე დირექტორისგან, თუმცა მაინც ასეთი რამ გააკეთა. ცნობილია, რომ მოძალადე პერმანენტულად არ სჩადის დანაშაულს. შეიძლება ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ჩაიდინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვმა გუშინ სამსახურში მომაკითხა, დამიდო მაგიდაზე ეს თმა, დაჯდა და აქვითინდა. ახლაც არ დამიჯერებო? - მითხრა. წარმოიდგინეთ, ის ჩემგან ითხოვს შველას და დახმარებას. მე ასევე მივმართე საზოგადოებას, რომ დაუდგნენ მას გვერდით და ბავშვმა იცოდეს, რომ სინამდვილეში ჩვენ ძალადობას ვაპროტესტებთ. ასეთი ფაქტი აქამდე არასდროს შემინიშნავს, თუმცა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ვთვლიდი, რომ შეიძლება ზღვარს გადადიოდნენ ბავშვები, ცელქობდნენ, 30 ბავშვია თან კლასში და მასწავლებლისგან არ ყოფილა ისეთი ზეწოლა და მომენტალურად აღიქვა ბავშვმა ასე. მაგრამ ეს ახლა მეტისმეტი იყო. როგორც კი ბავშვმა თმა მომიტანა, მაშინვე დავეკონტაქტე პედაგოგს, არ უარყო, რომ ფიზიკურად შეეხო, მაგრამ ასე ძალიანაც არაო. მითხრა დავალება არასრულყოფილად ჰქონდა შესრულებულიო. ეს მიზეზები არ ამართლებს ასეთ სასტიკ მოპყრობას და ასეთი ტკივილის მიყენებას. ვითხოვ ამ ფატზე რეაგირებას და სასწავლო პროცესიდან ამ პედაგოგის ჩამოშორებას. ბავშვს აქვს განათლების, განვითარების და პიროვნული ღირსების დაცვის უფლება, ამაზე უნდა ზრუნავდნენ მშობლებიც, მასწავლებლებიც და საზოგადოებაც,“- ამბობს ხაბურძანია. 

სკოლის დირექტორის თეიმურაზ ჭაბუკიანის თქმით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოხდება.

ფაქტს არ ადასტურებს პედაგოგი. თამარ კუხიანიძის, თქმით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. მისი მტკიცებით, მოსწავლეებმა უთხრეს, რომ ბავშვმა მაკრატელი მოითხოვა და თმა თავად მოიჭრა. 

"არანაირი ძალადობა არ ყოფილა, არც ახლა და არც სხვა დროს. მაგ ბავშვის მშობელთან ადრეც მოხდა ინციდენტი, ბავშვი დაიკარგა და მარტო მივიდა სახლში, რის გამოც ჰქონდათ პრეტენზია. ამის მერე, მიზანმიმართულად ხდება ჩემს წინააღმდეგ მსგავსი ქმედება, არ ვიცი რატომ. მაგრამ ფაქტია, ძალადობა არ ყოფილა. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ბავშვებმა მითხრეს და მაანდატურთანაც გაიმეორეს, რომ ამ ბავშვმა მოითხოვა მაკრატელი და თმა თავად მოიჭრა. წლებია სკოლაში ვმუშაობ და პრობლემა არასდროს მქონია, ახლა რა ხდება არ ვიცი"- განაცხადა აცხადებს თამარ კუხიანიძე.

report.ge ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს მაია ცქიტიშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მშობლის მიმართვის შემთხვევაში ფაქტით დაინტერესდებიან.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system