თავში

ერთადერთი, რაც შიმშილობის შემდეგ სჭირდება ადამიანს, არის საკვების დოზირება - კობახიძე

ერთადერთი, რაც შიმშილობის შემდეგ სჭირდება ადამიანს, არის საკვების დოზირება - კობახიძე
ერთადერთი, რაც შიმშილობის შემდეგ სჭირდება ადამიანს, არის საკვების დოზირება - კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მოშიმშილე ადამიანს რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური კლინიკა არ სჭირდება და მხოლოდ საკვების დოზირებაც საკმარისია.

"მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში. შიმშილობის შემდეგ არავის არ დასჭირვებია არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, იმისათვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი, რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ესაა საკვების სათანადო დოზირება", - თქვა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ, რაც მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system