თავში

ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, ვაქცინაციაა - კამკამიძე

ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, ვაქცინაციაა - კამკამიძე
ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, ვაქცინაციაა - კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგს გიორგი კამკამიძის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რითაც ცხოვრების ჩვეულ რიტმზე გადასვლა იქნება შესაძლებელი.

,,დღესდღეობით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, შემობრუნება, ეს არის ვაქცინაცია. თუმცა, აქ არის ძალიან ბევრი დეტალი და მე ავირჩევდი თუ მექნებოდა შესაძლებლობა, რომელი ვაქცინით ავიცრებოდი. მე მაგალითად, ფაიზერთან დაკავშირებით არ მექნებოდა, დღესდღეობით, კითხვა. რასაკვირველია, ვაჩვენებდი მაგალითს. მაგრამ, თუ მეტყვიან სპუტნიკით აიცერი ან იგივე ჩინური ვაქცინით, რაც გაჟღერდა, ჩვენ სპეციალისტებმა გამოვთქვით ძალიან დიდი პროტესტი ამასთან დაკავშირებით და მე მგონი, ყურად იღეს ჩვენი შეხედულება," - განაცხადა გიორგი კამკამიძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system