თავში

ერთი დღე არჩევნებამდე - როდის დატოვებს კლინიკას მამუკა ხაზარაძე

ერთი დღე არჩევნებამდე - როდის დატოვებს კლინიკას მამუკა ხაზარაძე
ერთი დღე არჩევნებამდე - როდის დატოვებს კლინიკას მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, აცხადებს, რომ შესაძლოა, კლინიკა 30 ოქტომბერს დატოვოს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით დააფიქსირებს.

„იმედია, რომ მალე დავტოვებ კლინიკას. მადლობა მინდა გადავუხადო, ყველას, ვინც ასე დიდი შრომის ფასად კურნავს ჩვენ ავადმყოფებს, ყველა კლინიკაში. შესაძლოა, ხვალ გამომწერონ, ასეთი იმედებია, თუ არა, აქედან მივცემ ხმას, რეგისტრაცია გავიარე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system