თავში

"ერთი გასვლით 200 მასწავლებელი დაარწმუნა ვაქცინის აუცილებლობაში" - ჟორჟოლიანი

"ერთი გასვლით 200 მასწავლებელი დაარწმუნა ვაქცინის აუცილებლობაში" - ჟორჟოლიანი
ერთი გასვლით 200 მასწავლებელი დაარწმუნა ვაქცინის აუცილებლობაში - ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულ მატებასა და ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება.

"4824 ახალი შემთხვევა.

რადგან აქციები აღარაა ჩვენ ვერ დაგვბრალდება ეს სტატისტიკა. 

მთავრობას მოუწევს აღიაროს რომ კოვიდს ვერ ებრძვის.

ბიძინა კულუმბეგოვმა რეგიონში ერთი გასვლით 200 მასწავლებელი დაარწმუნა ვაქცინის აუცილებლობაში. 200! ანუ, ხალხთან მუშაობაა საჭირო რასაც არავინ აკეთებს.

აიცერით მეგობრებო! აიცერით. ერთ დღეს შეიძლება ამ სტატისტიკის ნაწილად იქცეთ! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს.

პ.ს. საქართველოში გარდაცვლილი არცერთი ადამიანი არ იყო აცრილი!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system