თავში

"ერთი საათის წინ გარდაიცვალა..." - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

"ერთი საათის წინ გარდაიცვალა..." - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი
ერთი საათის წინ გარდაიცვალა... - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უსახლკარო მოხუცებს ხშირად ეხმარება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა.

ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო მთხოვა. მივუტანე.

სულ მხიარული კაცი დარდიანი დამხვდა, რათა ხარ მოწყენილი-მეთქი ვკითხე, და მეშინიაო!

რამე რომ დამემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო.

ჰო და 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა.

ნარდი გიგამ წაიღოსო, დაუბარებია.

გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system