თავში

ერთი წუთით არ ვიცხოვრებ მონასტერში, რომლის გარშემოც ადამიანები მშივრები იქნებიან - მამა ნექტარიოს მჭედლიძე

ერთი წუთით არ ვიცხოვრებ მონასტერში, რომლის გარშემოც ადამიანები მშივრები იქნებიან - მამა ნექტარიოს მჭედლიძე
ერთი წუთით არ ვიცხოვრებ მონასტერში, რომლის გარშემოც ადამიანები მშივრები იქნებიან - მამა ნექტარიოს მჭედლიძე

უკრაინაში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მონასტერი რომელშიც იგი მსახურობს ყოველწლიურად 24 სოფელს ეხმარება და საკუთარი მიწებიც მოსახლეობას დაუთმო. 

მისი თქმით, მრევლის ბედნირი სახის ნახვა ყველაზე მეტად ახარებს. 

როგორც მოძღვარი წერს, არასოდეს იცხოვრებდა ისეთ მონასტერში, რომლის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობაც მშიერი იქნებოდა. 

„ჩემი მონასტერი უკრაინაში 300 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან მონასტერი იყენებს მხოლოდ ორ ჰექტარს, დანარჩენი კი, წინამძღვარმა დაუთმო სოფლის მოსახლეობას. თუ სოფელი იქნება ძლიერი, მონასტერიც გაძლიერდება;

თუ მონასტერი იქნება ძლიერი და სოფელი მშიერი, მე პირადად, ერთი წუთი არ ვიცხოვრებ იმ მონასტერში, რომლის გარშემოც მყოფი ადამიანები იქნებიან მშიერ-მწყურვალნი.

ყოველ წელს მონასტერი 24 სოფელს ეხმარება სათესლე მარცვლეულითაც და ტრაქტორითაც მიწის დასამუშავებლად. ჩემი მრევლის ბედნიერი სახის ნახვა წირვაზე ჩემი სამყაროა“, – წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system