თავში

"ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ"-პრეზიდენტს გურიაში ხმაურით დახვდნენ

"ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ"-პრეზიდენტს გურიაში ხმაურით დახვდნენ
ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ-პრეზიდენტს გურიაში ხმაურით დახვდნენ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიის მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და მათ მშვიდობა უსურვა.

"პირველ რიგში, ყველას მოგილოცავთ კალანდობას, საზოგადოებას, რომელიც აქაა შეკრებილი. ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც შენარჩუნებულია ჩვენს ტრადიციებში, ამდენად არის ძალიან ძლიერი და ბევრის მომტანი. რადგანაც ვართ გურიაში, მინდა, ყველას გისურვოთ, მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს, ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ, ვიყოთ ერთიანნი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სიყვარულით, რადგან ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით, ჩვენში ეს განცდა, რომ რაც არ უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულობა იყოს, მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი. ამას გთხოვთ ჟურნალისტებსაც, მე იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანი მიზანი გაგვაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა, ერთად ვიყოთ ამაში დარწმუნებული,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სოფელ დვაბზურში გააკეთა, სადაც მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლობიოთი და პრასით დახვდნენ. ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით მას პროტესტის მიმართ პროტესტი არ აქვს, რადგან დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია. 

"ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system