თავში

“ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე” - რა ვითარებაში ნახეს Bauhaus-ის თანამშრომლები გაუჩინარებამდე

“ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე” - რა ვითარებაში ნახეს Bauhaus-ის თანამშრომლები გაუჩინარებამდე
“ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე” - რა ვითარებაში ნახეს Bauhaus-ის თანამშრომლები გაუჩინარებამდე

ბარ Bauhaus-ის გაუჩინარებულ და გარდაცვლილ თანამშრომლებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ დაღუპულები ერთი დღით ადრე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ბედნიერი სახეები ჰქონდათ და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა. 

„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად დავეხმარებოდით. ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს იყო გუშინ (14აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც… ანუ 14 აგვისტოს, თან ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი... მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.” – წერს მომხმარებელი.

17 აგვისტოს, მდინარე მტკვარში, ბაუჰაუსის გაუჩინარებული თანამშრომლების ცხედრები იპოვეს. მაშველებმა ჯერ ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს, ხოლო მოგვიანებით გიორგი შალამბერიძის ცხედარიც აღმოაჩინეს.

ან ეტაპზე ახალგაზრდების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. გახდა თუ არა მათი დაღუპვის მიზეზი წყალში დახრჩობა ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 3 დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი 17 აგვისტოს იპოვეს, დღესვე მტკვარში, ნაპოვნი იქნა გიორგი შალამბერიძის ცხედარიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system