თავში

"ეს არ არის საკმარისი" - ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს

"ეს არ არის საკმარისი" - ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს
ეს არ არის საკმარისი - ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მიზეზებზე ისაუბრა და  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად საქართველოში COVID-19-ის სხვადასხვა შტამების გავრცელება დაასახელა.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ტესტი გაიკეთოს.

„შეიძლება მრავალი ვერსია არსებობდეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ანალიზდება ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ახალი შტამები, რომლებიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. დაავადების მიმდინარეობაც სხვადასხვა სირთულის არის. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ლეტალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირება ვირუსის დროული აღმოჩენისთვის და დროული მიმართვისთვის ექიმთან და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ უკვე იწვევს იმ შედეგებს, რაზეც კითხვები ისმის. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც გეოგრაფიულად, ასევე რაოდენობრივად, ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ყველა საეჭვო სიმპტომზე მივიდნენ და გასინჯონ“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system