თავში

,,ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა..."

,,ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა..."
,,ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა...

კორონავირუსით სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმი ნათია მსხვილიძე გარდაიცვალა. 

ნათიას მეგობარი ქეთი ლომიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერა.

,,ნათი, ჩემო ტკბილო მეგობარო. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მატკინე გული. საუკეთესო დედა, ექიმი და მეგობარი დავკარგეთ. ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაგირჩენია. რამდენი თბილი მოგონება დაგვიტოვე. უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს. პ.ს. ხალხო ეს არაჩვეულებრივი ექიმი კოვიდით გარდაიცვალა!!! ნუთუ ასე ძნელია ელემენტარული წესების დაცვა!!! გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და ექიმებსაც, თორემ მალე სავალალო შედეგს მივიღებთ!!! არ მიყვარს საჯაროდ "ლოზუნგების" წერა, მაგრამ ეს პოსტი ჩემი ზოგიერთი მეზობლისთვისაცაა, დღემდე რომ არ სჯერათ ვირუსის არსებობის!!! გაიგეთ, რომ ყველას ერთნაირად არ შეუძლია ამ დაავადების გადატანა და სანამ თქვენ ფულის საკეთებლად დარბიხართ, შეიძლება ამ დროს სხვაც დააინფიციროთ და სამუდამოდ დაღუპოთ!!!- წერს გარდაცვლილი ექიმის მეგობარი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 1,262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 370-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system