თავში

"არის უმაღლესი კლასის, ქართველი ინტელექტუალი ქალბატონი" - ვის შესახებ წერს სააკაშვილი - PHOTO

"არის უმაღლესი კლასის, ქართველი ინტელექტუალი ქალბატონი" - ვის შესახებ წერს სააკაშვილი - PHOTO
არის უმაღლესი კლასის, ქართველი ინტელექტუალი ქალბატონი - ვის შესახებ წერს სააკაშვილი  - PHOTO

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ნანა გეგეჭკორის შესახებ წერს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"გუშინ ამერიკაში შევხვდი ნანა გეგეჭკორს და მთელი გულით, დიდი მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ, რამდენიმე ათას ადამიანს დაეხმარა კოვიდთან გამკლავებაში.

დღე და ღამე იჯდა ყურმილთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ორჯერ გადაიტანა ეს დაავადება, მათ შორის მძიმე ფორმით და აძლევდა ხალხს იმედს, სწორ რჩევებს - თვითონ ამერიკაში ძალიან ბევრ ქართველს დაეხმარა თავის კლინიკაში.

ეს არის უმაღლესი კლასის, ქართველი ინტელექტუალი ქალბატონი - ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ადამიანის გაცნობა და დანახვა იმისა, თუ რა ნიჭიერი ქართველები არსებობენ მსოფლიოში.

დარწმუნებული ვარ, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი მომავალი საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, გუშინ ვისხედით და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები.

ის არის ძალიან აღელვებული და შეშფოთებული ისევე, როგორც ყველა, საღად მოაზროვნე ქართველი.

ნანა გეგეჭკორი არის ნამდვილი გამონათება ჩემთვის პირადად და დიდი აღმოჩენა, ჩვენ ისევ უნდა შევაგროვოთ მთელს მსოფლიოში საუკეთესო ქართველები და მაქსიმალურად მოვიზიდოთ საქართველოში.

იმიტომ, რომ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, იგივე ნიუ იორკში - სამშობლო, მაინც ერთია და მას დახმარება სჭირდება.

მსოფლიოში მცხოვრები ყველა პატრიოტი ქართველი უნდა გაერთიანდეს ახლა, საქართველოს გადასარჩენად - ნანა მზად არის.

თქვენ?", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system