თავში

"ეს არის ადამიანებთან ბრძოლის იარაღი, გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს" - ფხაკაძე

"ეს არის ადამიანებთან ბრძოლის იარაღი, გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს" - ფხაკაძე
ეს არის ადამიანებთან ბრძოლის იარაღი, გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს - ფხაკაძე

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

„კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი. კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე. კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოვიდთან ბრძოლაში.

კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია – ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი. საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული), ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, რომელიც დაფუძნებულია ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და უახლეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა გამარტივდეს და შემდეგი კრიტერიუმებით გაიცეს:

ვაქცინირებული 2 დოზა „ფაიზერით“ – ვალიდურობა 6 თვე. ბუსტერის (სამივე დოზა „ფაიზერით“ უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებით 6 თვე.

პსრ ტესტი – ვალიდურობა 72 საათი. კოვიდ გადატანილი – დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემდე.

გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს. იხილეთ მაგალითები ევროკავშირიდან და ისრაელიდან. ორივე შემთხვევაში ვალიდურობა არის 6 თვე“, – წერს „გიორგი ფხაკაძე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი 6 თვის ნაცვლად, უვადოდ მიენიჭებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით იმოქმედებს ორი "მწვანე პასპორტი".

ამირან გამყრელიძის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მუდმივი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება შესაცვლელია.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ნახეთ, ვის მიენიჭება "მწვანე სტატუსი" და სად მოგიწევთ "მწვანე პასპორტის" წარდგენა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია Georgia e-Health დღეიდან ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში.

აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ.

საკოორდინციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებისთვის 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge.

საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც იუსტიციის სახლებში კოვიდბარაათები 16 ნოემბრამდე აქვთ აღებულია, მათი განახლება მოუწევთ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ყველა პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს.

ნახეთ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე ვეღარ შეხვალთ.

ვრცლად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს გაეცანით ბმულზე.

რას ნიშნავს მწვანე სტატუსი და სად მოგთხოვენ მწვანე პასპორტს - ნახეთ NCDC-ის ვიდეორგოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system