თავში

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი - კალაძე

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი - კალაძე
ეს არის ძალიან დიდი ტყუილი - კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საფლავი მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა, სიცრუეა. 

„პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არაფერი არსად არ გაბნეულა და არც სამუშაოების გამო შექმნილა პრობლემა. საფლავის სიძველის გამო დაზიანება იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც საუბრობენ. რა თქმა უნდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა: ეცნობა შესაბამის სამსახურებს, ასევე, კომუნიკაცია იყო საპატრიარქოსთან და ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც წესი და რიგია.

ზოგადად, პანთეონს ჰქონდა პრობლემები. არ არსებობდა სადრენაჟე სისტემა და უხვი ნალექის დროს, პირდაპირ საფლავებზე გადადიოდა წყალი. სამუშაოები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, ის ინფორმაცია, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system