თავში

ეს არის ერთ-ერთი ხშირი და საყურადღებო სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ - ბუწაშვილი

ეს არის ერთ-ერთი ხშირი და საყურადღებო სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ - ბუწაშვილი
ეს არის ერთ-ერთი ხშირი და საყურადღებო სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ - ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ე.წ ნარჩენ სიმპტომებზე საურობს, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებთ პაციენტებს. 

ერთ-ერთი ასეთი საყურადღებო სიმპტომი, ინფექციონისტის თქმით, უძილობაა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება აღნიშნულ პრობლემას, რომელიც ხშირად ექიმის ჩარევას და მედიკამენტოზურ მართვასაც კი საჭიროებს. 

,,კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტებს ხშირად აქვთ ნევროლოგიური, ფსიქიატრიული პრობლემები. ერთ-ერთი კვლევით, ყოველ მეხუთე კოვიგადატანილს აქვს ამ ტიპის პრობლემები გამოხატული და ეს ხდება ხანგრძლივი დროით. თუ უძილობამ ხანგრძლივი და სერიოზული სახე მიიღო, აუცილებელია ექიმის დახმარება. უძილობის არ უნდა შეგვეშინდეს, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი რეაგირება იმ მხრივ, რომ უძილობა სერიოზული დატვირთვაა ორგანიზმისთვის, შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. თუ თქვენ გაგიგრძელდათ სიმპტომები, როგორიც არის შფოთვა, უძილობა... დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩიატაროთ, მითუმეტეს თუ ექიმის მიერ გამოწერილი მკურნალობა არ არის ექფექტური. ჩვენ რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ უძილობა კოვიდის ნარჩენი მოვლენაა, აუცილებელია ხელახლა გაიაროთ კონსულტაცია და შეირჩეს სწორი მედიკამენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ასევე, შესაძლოა, დაგჭირდეთ კარდიოლოგის ჩარევა, თუ გულმკერდის არეში დაგრჩათ ტკივილი. 

რაც შეეხება სხვა სიმპტომებს, როგორიც არის ხანგრძლივი ტკვილიები, მაგალითად კუნთების ტკივილი, ეს როგორც წესი, ადრე თუ გვიან გაივლის. ზოგჯერ პაციენტებს ამის სამართავად უწევთ გამაყუჩებლების, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ზოგი ამ დისკომფორტების გამო იკეტება და სახლიდან არ გადის. ეს უმოძრაობა და უჰაერობა უარეს შედეგს იწვევს, ამიტომ პირიქით, უნდა გახვიდეთ, ჰაერზე ისეირნოთ, ეს პროცესს დაეხმარება-'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system