თავში

ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ხელში ბერკეტი გაგვიჩნდეს - კულუმბეგოვი

ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ხელში ბერკეტი გაგვიჩნდეს - კულუმბეგოვი
ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ხელში ბერკეტი გაგვიჩნდეს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, ვაქცინაციის, პირბადის და სოციალური დისტანციის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

მისი განმარტებით, თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება.

"სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ 5-ჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა 10-ჯერ შევამციროთ.

ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია,"- აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system