თავში

ეს არის გარღვევა, ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია აქამდე არ გვქონია - იმნაძე

ეს არის გარღვევა, ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია აქამდე არ გვქონია - იმნაძე
ეს არის გარღვევა, ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია აქამდე არ გვქონია - იმნაძე

ერთწლიანი კორონაისტორიის განმავლობაში ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია, ეს არის გარღვევა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელი დედამიწაზე აღმოჩენილი კორონავირუსით გამოწვეული ყველა შეზღუდვის ბოლო წელი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.

„გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა 60% ფარგლებშია, ხოლო ამ ვაქცინამ, რომელსაც 50%-იანი ეფექტიანობის ფარგლებში ელოდნენ, კვლევის მესამე ფაზაში გასაოცარი ეფექტი გამოავლინა. კიდევ რამდენიმე ვაქცინა გადის მესამე ფაზას და ბოლოსკენ მიდის, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელს კორონას საწინააღმდეგოდ დედამიწას, ადამიანებს გაუჩნდებათ ეფექტიანი საშუალება. ამ ვაქცინამ ადამიანების დიდ ჯგუფზე გაიარა გამოცდა, ამიტომ მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“. 

BBC-ის ცნობით, წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system