თავში

ეს არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის - პრეზიდენტი

ეს არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის - პრეზიდენტი
ეს არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის - პრეზიდენტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

„მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აქვთ საშუალება მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. 

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. 

„მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოაქალაქედ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან, რაც ამ ორი დიდი ერის შერიგების საწინდარი იქნება. 

„ქუთაისი თავისი საზოგადოებით, ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითბოთი და განუმეორებელი იუმორით, იქნება ადგილი სადაც დაიწყება კავკასიის მშვიდობიანი ისტორია. დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო, კავკასია. რომელსაც უნარი შესწევს გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system