თავში

ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია - სალომე ზურაბიშვილი

ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს
ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი თვითმმართველობის არჩევნებში დააფიქსირა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესში. 

"ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება აირჩიონ თავთავიანთ ადგილზე დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ადგილობრივ საკთხებს გადაუწყვეტენ. 

ამავე დროს, ეს არის ყველაზე მეტად ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system