თავში

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - რა მოხდა რუსთავის ციხეში, სადაც მეუფე ნიკოლოზი იმყოფებოდა

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - რა მოხდა რუსთავის ციხეში, სადაც მეუფე ნიკოლოზი იმყოფებოდა
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - რა მოხდა რუსთავის ციხეში, სადაც მეუფე ნიკოლოზი იმყოფებოდა

ეს არის იტორიული დღე - ამის შესახებ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომელმაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

მეუფე ნიკოლოზის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ეზიარა. მისი თქმით, პატიმარმა ზიარება ღირსეულად მიიღო, რადგან მან, გამოცხადებული შიმშილობით 40 დღე იმარხულა, ხოლო ზიარების წინ აღსარებაც ჩააბარა. 

"მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს არის პატარა ნამცეცი, რომელიც არის გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო.

ეს ისტორიული დღეა. მასზე ხშირად ამბობენ - მოინანოის, შეინანონსო. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას.

ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია მან. 

ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება. მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა"- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე განმარტებით, ზიარების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა, ხოლო მეუფემ ის პატრიარქის კურთხევით აზიარა. 

"ცხოვრებაში არასოდეს პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მან თავად შემოგვითვალა, რომ ზიარება სურდა, მე როგორც კი ეს პატრიარქს ვუთხარი, მას ერთი წუთიც კი არ ჰქონია დაყოვნება და თქვა, რომ რადგან მას უნდა ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს. პატრიარქმა, რა თქმა უნდა მოგვცა კურთხევა. ამის შემდეგ მე ვემზადებოდი ამისთვის და ეს იყო პატრიარქის კურთხევა. ეს იყო ღირსეული ზიარება, ის ყველა წესის დაცვით ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს" - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system