თავში

,,ეს არის ის მდგომარეობა, როცა აუცილებელია სტაციონარში გადასვლა" - ექიმის რჩევები

,,ეს არის ის მდგომარეობა, როცა აუცილებელია სტაციონარში გადასვლა" - ექიმის რჩევები
,,ეს არის ის მდგომარეობა, როცა აუცილებელია სტაციონარში გადასვლა - ექიმის რჩევები

ექიმი ლელა ჯღამაძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს. საჭირო და აუცილებელ რჩევებს მედიკოსი სოცაილურ ქსელში აქვეყნებს.

,,ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ვფიქრობ რომ პანიკის საფუძველი ნაკლებია... სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ყველა საპრევენციო ზომას იღებთ, 100%-ით დაზღვეული არ ხარ ინფიცირებისგან. ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია იზოლაცია და სიმპტომების მონიტორინგი. ძალიან მნიშვნელოვანია სიცხის ხშირი კონტროლი, ვინაიდან, მაღალი სიცხე არის მაჩვენებელი, რომ დაავადება რთულდება და პაციენტი უნდა მოთავსდეს სტაციონარში.

როდესაც სიცხე არის 38-ს ქვემოთ, ერთადერთი რეკომენდაციაა დიდი რაოდენობით სითხის მიღება, გარდა ამ პაციენტებისა ( ვისაც გულის, თირკმლის და ღვიძლის დაავადებებიაქ) ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ოთახში სიარული.

თუ ტემპერატურა ადის 38,5-ს ზემოთ, აუცილებელია სიცხის დამწევის მიღება, 38,5-ზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, პაციენტმა სიცხის დამწევი არ უნდა მიიღოს!!! გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების მონიტორინგი, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ტკივილი გულის არეში, აჩქარებული მაჯისცემა, აჩქარებული სუნთქვა, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს, დიარეა და ღებინება, ძლიერი საერთო სისუსტე, გამოფიტვა – ეს არის ის მდგომარეობა, როცა აუცილებელია, სტაციონარში გადასვლა.

დღესდღეობით კოვიდის პირდაპირი სამკურნალო წამალი არ არსებობს. ერთადერთი, ცალსახად დადასტურებულია, რომ კორტიკოსტეროიდების ჯგუფის მედიკამენტები ჟანგბადდამოკიდებულ, მძიმე პაციენტებში ამცირებენ დაავადების სიმძიმეს და სიკვდილიანობას. ამის გამო ილუზია შეიქმნა, რომ კორტიკოსტეროიდების მიღება შეიძლებოდა პროფილაქტიკის მიზნით ან ბინაზე მყოფ კოვიდდადასტურებულ პაციენტებში.
ეს არ არის სწორი!!! მისი გამოყენება პროფილაქტიკისთვის ან მსუბუქ შემთხვევებში არათუ არ შეიძლება, საზიანოც შეიძლება იყოს! ასევე, არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება პროფილაქტიკის მიზნით! ჯანმრთელობას გისურვებთ",
- წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2,197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14 829-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 253 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system