თავში

"ეს არის ქმედითი და ეფექტური მექანიზმი გრიპის თავიდან ასაცილებლად" - ივანე ჩხაიძე

"ეს არის ქმედითი და ეფექტური მექანიზმი გრიპის თავიდან ასაცილებლად" - ივანე ჩხაიძე
ეს არის ქმედითი და ეფექტური მექანიზმი გრიპის თავიდან ასაცილებლად -  ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით გაცილებით უფრო აქტიურია.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი ბავშვია და მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადის. 

„დღეისათვის საქართველოში 15 ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევაა. ეს არის როგორც A ტიპის, ისე B ტიპის გრიპის ვირუსი. შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დღეისათვის, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო აქტიურია. ჩვენ იანვარში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system