თავში

ეს არის მსოფლიო აფიორა - გიორგი ფხაკაძე

ეს არის მსოფლიო აფიორა - გიორგი ფხაკაძე
ეს არის მსოფლიო აფიორა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ე.წ კოვიდპასპორტები დიდი აფიორა და კორუფციის წყაროა. 

"კოვიდპასპორტი არის მსოფლიო აფიორა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში რომ ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.

შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა ასტრაზენეკა, მეორემ ფაიზერი და მესამემ ჩინური. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე - 70%, მესამე - დაახლოებით - 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკია, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანს რას ვუშვებით, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა? არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა" - აცხადებს ფხაკაძე. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველო კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკას უახლოეს მომავალში დანერგავს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system