თავში

ეს არის პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა, ეს მიღწევადია თუ ერთად დავდგებით - ივანე ჩხაიძე

ეს არის პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა, ეს მიღწევადია თუ ერთად დავდგებით - ივანე ჩხაიძე
ეს არის პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა, ეს მიღწევადია თუ  ერთად დავდგებით - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პანდემიის ერთადერთი, ეფექტური გზა ვაქცინაციაა. 

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, იმუნური ფენის შესაქმნელად მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზაა, რაც სავსებით საკმარისია მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად.

„ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პანდემიის შემაჩერებელი ეფექტური გზა - ეს არის მასობრივი იმუნიზაცია. მასობრივში ვგულისხმობ მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაციას. ეს მიღწევადია თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით. საბედნიეროდ დღეისათვის ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მილიონი დოზა, რომელიც შემოსულია სავსებით საკმარისია მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისთვის. ჩვენ უახლოეს კვირებში ასევე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლას. ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. იმუნიზაცია და მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაცია გადაგვარჩენს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system