თავში

ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ვალდებულებები არ მოხსნილა, ხალხმა არასწორად გაიგო - ცერცვაძე

ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ვალდებულებები არ მოხსნილა, ხალხმა არასწორად გაიგო - ცერცვაძე
ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ვალდებულებები არ მოხსნილა, ხალხმა არასწორად გაიგო - ცერცვაძე

მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება არავის გაუუქმებია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ საზოგადოებას ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

„დელტა შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით, ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას. დელტა შტამი ცალსახად ერთ-ერთი მიზეზია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის. მეორე მიზეზია ის, რომ მოსახლეობამ არასწორად გაიგო იმ შეზღუდვების მოხსნა, რაც განხორციელდა. ჩათვალეს, რომ შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ვალდებულებები არ მოხსნილა. მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება არავის გაუუქმებია.

ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები. ყველაფერი ამისგან ცოტა ხანს თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივად არ წავა კლებისკენ, ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system