თავში

ეს არის ყველაზე დროული ინტერვენცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში - თემურ მიქელაძე

ეს არის ყველაზე დროული ინტერვენცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში - თემურ მიქელაძე
ეს არის ყველაზე დროული ინტერვენცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში - თემურ მიქელაძე

ვიმედოვნებ, რომ შემდგომში კახა კალაძის გუნდი და ჩვენ, ყველა ერთად, უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი თბილისისთვის, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა, რომელიც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელად წარადგინა.

თემურ მიქელაძემ კახა კალაძეს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო სლოგანი სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ემსახუროს.

„პედიატრია მაინც სიმბოლურად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და სიმბოლურია ისიც, რომ კახა კალაძის სლოგანია - „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. სწორედ სიცოცხლეს უნდა ვემსახუროთ თითოეული ჩვენგანი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

თემურ მიქელაძემ საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენციაა.

„ბოლო პერიოდში ორ-სამ ათეულ პაციენტთან, კოვიდინფიცირებულ ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიური მაჩვენებელი, ორ-სამ ერთეულამდე ჩამოვიდა, რაც დამაიმედებელია. სულ პანდემიის პერიოდში, დაახლოებით, 4 500-მდე პაციენტი გავატარე და 27 ჰოსპიტალიზაცია იყო. მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ, რამეთუ ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია. სწორედ, პანდემიის დამარცხებითა და შემდგომი განვითარებით, კიდევ ერთხელ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო კახა კალაძეს, მის ოჯახს, გუნდს და ვიმედოვნებ, რომ ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system