თავში

ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი - ივანე ჩხაიძე

ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი - ივანე ჩხაიძე
ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი - ივანე ჩხაიძე

2-3 თვე­ში, შე­იძ­ლე­ბა „ინ­დუ­რი შტა­მი“ დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დეს და მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლოს ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი. ესაა ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი, - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ილუ­ზი­ის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, 10%-დან 20% ვაქ­ცი­ნას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ი­კე­თებს.

"მა­სობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნია ერთ-ერთი ნა­ბი­ჯია, იმ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, რაც გუ­ლის­ხმობს მი­ნუ­მუმ 1 600 000 ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. ასე რომ, მზა­დე­ბა არის ერთი ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით და მე­ო­რე, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არის, თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა ამი­სათ­ვის მზად?! არის, თუ არა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე­ე­ბი?!

სრუ­ლი­ად ილუ­ზი­ის გა­რე­შე ვთვლით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი - 10%, მაქ­სი­მუმ 20% ვაქ­ცი­ნას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ი­კე­თებს და ვერ და­ა­ჯე­რებ ვერც ერთი არ­გუ­მენ­ტით.

ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რი, რაც დღეს გა­ნი­ხი­ლე­ბა - ჯერ­ჯე­რო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ორი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი დო­მი­ნან­ტუ­რია, ესაა: ინ­დო­ე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი. სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი გახ­ლავთ ის, რომ არა რა თქმა უნდა, 1-2 თვე­ში, ჩვენ ჯერ 20 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს „ინ­დუ­რი შტა­მით“, მაგ­რამ ალ­ბათ, ჩვენ­თან 2-3 თვის შემ­დეგ ეს სცე­ნა­რი უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი - შე­იძ­ლე­ბა „ინ­დუ­რი შტა­მი“ დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დეს და მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლოს „ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system