
ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, ამიტომ პრევენცია მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლი საგანგაშოა.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს და სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს 1-დან 2%-ს. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და სწორედ ამიტომ, მიზანი არის, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე" - აღნიშნა მინისტრმა.