თავში

"ეს არის უდიდესი ახალი ამბავი" - გიორგი ფხაკაძე

"ეს არის უდიდესი ახალი ამბავი" - გიორგი ფხაკაძე
ეს არის უდიდესი ახალი ამბავი - გიორგი ფხაკაძე

ადამიანებში, ვინც ვაქცინირებულები არიან და დაინფიცირდნენ კოვიდით, პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრა არის ერთ-ერთი გარანტორი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

,,ათიათასობით ადამიანში ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ადამიანები, ვინც ვაქცინირებულები არიან და დაინფიცირდნენ კოვიდით, პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება.

ეს არის უდიდესი ახალი ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ის რთული პროცესი, რომელსაც ადამიანები გადიან კოვიდის შემდეგ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც 200-მდე სხვადასხვა ტიპის სიმპტომს უტოვებს ადამიანს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების უფლებებს!” – განაცხადა ფხაკაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system