თავში

ეს არის ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი - ამირან გამყრელიძე

ეს არის ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი - ამირან გამყრელიძე
ეს არის ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა. მისი თქმით, ადამიანებამდე მაქსიმალურად უნდა მივიდეს ინფორმაცია ვაქცინაციის საჭიროების შესახებ. 

"16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და ადგილზე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ აცრილი ვართ, მეტად ვართ დაცული, აქედან გამომდინარე, ყველა ტელევიზიამ დღეში რამდენჯერმე უნდა ილაპარაკოს, თითოეული რეკლამა უნდა ეძღვნებოდეს აცრას" - აცხადებს გამყრელიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system