თავში

"ეს არის ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება!" - ფხაკაძე

"ეს არის ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება!" - ფხაკაძე
ეს არის ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება! - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, საქართველოში, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადის შემცირებას ეხმაურება. 

გიორგი ფხაკაძის თქმით, ეს არის ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი და პროფესიონალური გადაწყვეტილება.

"მივესალმები ქალბატონ მინისტრის გადაწყვეტილებას. ეს არის სწორი, ბოლო საერთაშორისო მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოწინავე ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე მიღებული ბრძანება. ასეთი მყისიერი ბრძანება ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი და პროფესიონალური გადაწყვეტილება!

ფაიზერი, ასტრაზენეკა, ბუსტერი 5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. 

(აქ მცირე შესწორებას შევიტანდი ჩემგან რომ ასტრაზენეკაც 3 თვეში უნდა იყოს, ისე, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა).

სინოფარმი/სინოვაკის ბუსტერი 3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (სრულიად ვეთანხმები)12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა (ეს ფაიზერის პროტოკოლია).

კიდევ ერთი, პროფესორ გიორგი ფხაკახის რეკომენდაცია პრაქტიკაში მიღებულია. 

დაგვიანებით, მაგრამ ხდება ისე, რასაც ფხაკაძე ამბობს! როცა დავიწყე საუბარი დაბალ ეფექტურ ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვსკი) ბევრი ექსპერტი და კოლეგა და სხვები მეწინააღმდეგებოდნენ, რაც ბუნებრივია. 

არცოდნა არ ცოდვაა. არა ერთი სტატია, მტკიცებულება და ასევე არა ერთი ინტერვიუ ლაივი მივუძღვენი ამ საკითხს.

ბოდიშს არავინ არ მოიხდის და რა თქმა უნდა, შეცდომებს არავინ აღიარებს. ეს "ქართულ ჯიგრულ პონტში" არ მოსულა. არაუშავს მივეჩვიე. დაუჯერეთ ფხაკაძეს!", - წერს ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system