თავში

"ეს ბიჭი დაჩაგრეს და ვერ დავიცავით!" - ანა ნაცვლიშვილი

"ეს ბიჭი დაჩაგრეს და ვერ დავიცავით!" - ანა ნაცვლიშვილი
ეს ბიჭი დაჩაგრეს და ვერ დავიცავით! - ანა ნაცვლიშვილი

"ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, ზურაბ დათუნაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.

"ვულოცავ ზურას!

ჩვენთვის ეს ტკივილიანი გამარჯვებაა, ეს ბიჭი დაჩაგრეს და ვერ დავიცავით!

მისი ასპარეზობა და გამარჯვება სერბეთის სახელით იმ რეალობას გვახსენებს, რომელიც ყოველ დღე გვამცირებს, გვფიტავს და გვანადგურებს!

მაგრამ ზურას ბრძოლა იმის მაგალითიცაა, რომ მართალ ბრძოლაში დამარცხება არ არსებობს, შეიძლება ტრაექტორია და ტაქტიკა შეცვალო, მაგრამ ბრძოლა უნდა მოიგო!", - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system