თავში

"ეს დამღუპველია! ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია" - გიორგი ფხაკაძე

"ეს დამღუპველია! ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია" - გიორგი ფხაკაძე
ეს დამღუპველია! ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არალოგიკური პანდემიია, რაც წინასაარჩევნო კამპანიით არის გამოწვეული. 

მისი განცხადებით, ინფიცირებისადა გარდაცვალების შემთხვევები სექტემბრის მესამე კვირიდან უნდა შემცირებულიყო, თუმცა ეს არ მოხდა და ბოლო 24 საათში კიდევ 60 პაციენტი გარდაიცვალა. 

როგორც ფხაკაძე წერს, ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები დამღუპველია. 

"✅ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი.

✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია. ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი.

✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე.

✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები - ეს დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!

✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:

არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);

მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;

ტრანსპორტში კონდიციონერები გამორთული უნდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;

ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;

შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან

ხშირად დაიმუშავეთ ხელები

სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით

არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ - ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის

მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.

გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში

ჯანმრთელობას გისურვებთ" - წერს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system