თავში

,,ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს" - ლომჯარია

,,ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს" - ლომჯარია
,,ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მივიდა, რაშიც არ ეწერა, რომ მათ სერვერი უნდა წაეღოთ.

ომბუდსმენის თქმით, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ და არც საჯარო განმარტებები გაკეთებულა.

„მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. შს სამინისტროს საჯარო განმარტება არ გაუკეთებია, რა სამართლებრივი საფუძვლით აიღეს სხვისი ნივთი, რომელიც არა მარტო ნივთია, შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი იყოს. ჩვენ არ ვიცით, პოლიტიკური პარტიის სერვერზე არსებული ინფორმაცია რამდენად ცუდად შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვიცით სამართლებრივი საფუძველი. თუმცა ვიცით, რომ დაკავების ოპერაციის დროს შენობიდან ნივთის წაღება, ან სხვისი ნივთის მისაკუთრება და წაღება სახელმწიფოს არ შეუძლია და ერთი შეხედვით, ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – განაცხადა ლომჯარიამ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system