თავში

"ეს დღეებია, ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები - ასე გადავწყვიტეთ..." - კეკელიძე

"ეს დღეებია, ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები - ასე გადავწყვიტეთ..." - კეკელიძე
ეს დღეებია, ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები - ასე გადავწყვიტეთ... - კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, გადაწყდა, რომ FEEDC -ის პლატფორმაზე საგანმანათლებლო-ლიტერატურული მიმართულება შეიქმნას.

"ეს დღეებია ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები, ქალს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ მხნეობას და ძალას მაჩვენებს. საბოლოოდ, რადგან ახლა ნიკოს სახელს სწორედ ის სჭირდება, რისთვის იყო ეს ადამიანი მოწოდებული ანუ საქმე, ასე გადავწყვიტეთ: FEEDC პლატფორმაზე შეიქმნება საგანმანათლებლო- ლიტერატურული მიმართულება, რომელსაც მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი წარვმართავთ LIB.GE-ს ძველი გუნდიდან - ბლოგები, სტატიები, ლიტერატურული გადაცემები, ინტერვიუები. ჯერ ეს არის, რაც შეგვიძლია", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system