თავში

ეს ძალიან დამაფიქრებელია - იმნაძე

ეს ძალიან დამაფიქრებელია - იმნაძე
ეს ძალიან დამაფიქრებელია - იმნაძე

მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ გვექნება, იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ავადობის მეტ-ნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შემთხვევების მატება გრძელდება და რეკომენდაციები უცვლელია. მან ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„შემთხვევები 1 000-ზე ნაკლები იყო, მაგრამ ის რომ ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 1 500 არის ძალიან დამაფიქრებელია. ერთი გზა იმისა, რომ თავი დავიცვათ არის პირბადე, დისტანცია, თავყრილობების არიდება და შემდეგ კი, ვაქცინაცია. ვხედავთ, რომ ადამიანები, საბედნიეროდ, აქტიურად იცრებიან. ამ ეტაპზე მთავარია ის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით რისკის მქონე ადამიანები მით უკეთესია იმისთვის, რომ ჩვენ სიცოცხლე გადავარჩინოთ. დღეს ეს არის მთავარი. 

შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო და ამიტომაც კიდევ დაემატა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system