თავში

"ეს ძალიან მახარებს" - პაატა იმნაძე

"ეს ძალიან მახარებს" - პაატა იმნაძე
ეს ძალიან მახარებს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ ახალი წლის ზეიმებს მოსახლეობა თავშეკავებულად შეხვდა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო, თუმცა დღესასწაულების საბოლოო შედეგი მიმდინარე კვირის ბოლოს გამოიკვეთება. 

"როდესაც სადღესასწაულო დღეები არის ხოლმე და თან შაბათი-კვირა, იმ დღეს ადამიანები ტესტის გასაკეთებლად ნაკლებად მიდიან. ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო, მაგრამ ამის შესახებ დაზუსტებით შეგვეძლება საუბარი ამ კვირის ბოლოს. თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ნუ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, ძალიან მიხარია ეს იმიტომ, რომ არ ჩანს ძალიან დრამატული მატება", - განაცხადა იმანაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი შედარებითია და ახლა 1 800-1 600 შემთხვევაზე ჩამოსვლა სასხიარულოა, რადგან შეზღუდვების დაწესებამდე ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ს აჭარბებდა. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემები, სასიხარულოა, თუმცა დამშვიდების საფუძველს მაინც არ იძლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system