თავში

ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის - კალაძე

ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის - კალაძე
ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის - კალაძე

"მეგობრებო, გილოცავთ! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით ჯერ არ გვქონია" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინ დიდი გზა არის გასავლელი, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმისთვის. 

"უდიდესი შრომა, პროფესიონალიზი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაქვეყნა საქართველო- რუსეთს შორის მიმდინარე დავაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან და შემდგომ პერიოდში. ანუ მას შემდეგ რაც ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რუსეთმა კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს გადაწყვეტილება არის დიდი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის, არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის.ორი სიტყვით კი- ყინული დაიძრა! ასეა ,,სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო“. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გამარჯვების დიდ გზაზე და მადლობა ყველას, ვისაც ამაში საკუთარი წვლილი შეაქვს!",- განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system