თავში

ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას - გახარია

ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას - გახარია
ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას - გახარია

პირველი ამოცანა გახლდათ ინფექციის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი განმარტებით, აღნიშნული შედეგი მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა. 

„დღეს მეოცე დღეა, 28 ნოემბრიდან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ. დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპის შეჩერება. რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ციფრები, მიუხედავად ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაშ, 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში, ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. ეს არის მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system