თავში

,,ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ" - კალაძე

,,ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ" - კალაძე
,,ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ - კალაძე

ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება ეჭვქვეშ არასდროს დადგება.

,,საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.

არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.

მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის", - წერს კახა კალაძე ,,ფეისბუქის" გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system