თავში

"ეს იქნება ყველაზე ეფექტური გზა" - კულუმბეგოვი

"ეს იქნება ყველაზე ეფექტური გზა" - კულუმბეგოვი
ეს იქნება ყველაზე ეფექტური გზა - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

ექიმი პოლიტიკოსებს მიმართავს: 

"ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებამდე დარჩენილ დროში საკუთარი სარეკლამო ბანერი უნდა ჩაანაცვლოს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერით!

ეს იქნება ამომრჩევლის გულის მოგების ყველაზე ეფექტური გზა, გვერწმუნეთ", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესი, სადაც ჩანს, რომ "სისხლიანი" ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ფაქტი დაგმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system