თავში

"ეს იქნება გარანტი იმის, რომ მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს" - კულუმბეგოვი

"ეს იქნება გარანტი იმის, რომ მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს" - კულუმბეგოვი
ეს იქნება გარანტი იმის, რომ მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ექიმი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კვლევის შედეგებს აზიარებს და წერს, რომ კორონავირუსის "ინდური შტამის" მიმართ ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი მაღალია. 

კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"დელტა (ინდური) ვარიანტის მიმართ ორჯერადი ვაქცინაციის (ფაიზერი, ასტრაზენეკა) შემდეგ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, 92-96%. მთავარია შემოდგომამდე ჩვენი ბევრი მოქალაქე აიცრას, ეს იქნება გარანტი იმის, რომ მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს. აიცერი", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system