თავში

ეს იქნება შანსი კაცობრიობის გადარჩენის - ადლიის მეჩეთის იმამი

ეს იქნება შანსი კაცობრიობის გადარჩენის - ადლიის მეჩეთის იმამი
ეს იქნება შანსი კაცობრიობის გადარჩენის -  ადლიის მეჩეთის იმამი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა სასულიერო პირებთან კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს და მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს პანდემიის შესახებ. 

მსურველი სასულიერო პირები ადგილზე აიცრნენ. 

"მსოფლიოში არის მოდებული კორონავირუსი. რით უნდა დავძლიოთ? რა თქმა უნდა, ვაქცინაციით. ეს იქნება შანსი კაცობრიობის გადარჩენისთვის", - განაცხადა ადლიის მეჩეთის იმამმა ნურჯივან აბაშიძემ. 

განათლებისა და ფეტვის განყოფილების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისლამი ვერ იქნება მედიცინის ან მეცნიერების წინააღმდეგი, რადგან ამ რელიგიის ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლეა. 

"შეიძლება ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები და არ გვქონდეს ამის შიში, ადამიანებმა მარტივად გადაიტანონ კორონავირუსი, მაგრამ შეიძლება ჩვენ დავაინფიციროთ სხვა და ადამიანის ჯანმრთელობას შევუქმნათ საფრთხე. გამომდინარე აქედან, მე მაგალითად, ავიცერი, სასულიერო ლიდერები აიცრებიან იმისათვის, რომ საზოგადოებას მოუწოდონ, რომ ხალხმა მიიღოს მონაწილეობა და აიცრას ყველამ. 

200-ზე მეტი წინამძღოლი გადავამზადეთ, რათა მათი ცნობიერება უფრო მეტად ამაღლებულიყო და მრევლში რაც საჭიროა, რაც ნორმებია იმის მიხედვით მოვქცეულიყავი. ღმერთის ნებით სულ მალე შეძლებს მთელი მსოფლიო, დაუბრუნდეს იმ თავდაპირველ რეჟიმს, რომელიც ჩვენ პანდემიამდე გვქონდა", - განაცხადა რეზო მიქელაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system