თავში

ეს იმედის ტაშია - დიანა ტრაპაიძე

ეს იმედის ტაშია - დიანა ტრაპაიძე
ეს იმედის ტაშია - დიანა ტრაპაიძე

,,მოვდივართ ახლა და ტაშს ვუკრავთ ლექსოს დაზიანებულ თვალს, რომლითაც მაყურებელი რეალობას აღიქვამდა" - ამის შესახებ ტვ პირველის ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ ლექსო ლაშქარავას გამოსვენებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ,,უცნობი ადამიანების ტაში იმის ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში პროგრესი აუცილებლად გაიმარჯვებს". 

"მოვდივართ ახლა და ჩვენ ხომ ვუკრავთ ტაშს და აივნებიდან , სახლებიდან ტაშს გვიკრავენ, რაღაცნაირი იმედის ტაშია, რომ ამ ქვეყანაში პროგრესი გაიმარჯვებს. ტაშს ვუკრავთ მის დაზიანებულ თვალს, ოპერატორის თვალს, რომლითაც მაყურებელი ხედავს რეალობას, აღიქვამს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩემთვის ლექსო არის სისტემის მსხვერპლი ფიზიკურადაც და მორალურადაც. ფიზიკურად მისი ეს 5 ივლისს მოხდა და მორალურად შემდგომ ჯერზე ნაჩქარევი დასკვნებით. მისი ცხედარი ძალიან სწრაფად წაიღეს, წაღებული არ იყო და ექსპერტიზა არ ჰქონდათ ჩატარებული, რომ საზოგადოებრივი აზრის შემზადება დაიწყეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სიმართლის გაგება არ გვინდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩნდა და დიდი უნდობლობა" - ამბობს დიანა ტრაპაიძე.

ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ამ წუთებში კრძალავენ. კოლეგებმა ის ტაშით გააცილეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system