თავში

"ეს იქნება სრული კატასტროფა" - დევი ტაბიძე

"ეს იქნება სრული კატასტროფა" - დევი ტაბიძე
ეს იქნება სრული კატასტროფა - დევი ტაბიძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძე ამბობს, რომ შესაძლოა, COVID-19-ით დღიურად ინფიცირების მაჩვენებელი 7 000-მდე გაიზარდოს. 

მისივე თქმით, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება.

"7 000-მდე შეიძლება ამ ბოლო რამდენიმე ხანში გაიზარდოს და ეს იქნება სრული კატასტროფა. 8 000 - ჩათვალეთ, რომ ეს მართლა უფსკრულის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, ადამიანებმა რაღაცნაირად თავი უნდა დაიცვან. მარტო შენს თავს არა, სხვასაც იცავ," - ამბობს დევი ტაბიძე.

ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დევი ტაბიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 ინფიცირებული.

ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system