თავში

ეს ინფორმაცია სრულყოფილი არ არის - ტიკარაძე

ეს ინფორმაცია სრულყოფილი არ არის - ტიკარაძე
ეს ინფორმაცია სრულყოფილი არ არის - ტიკარაძე

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“ ვერ იცავს, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის დამარცხებისთვის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა რეგულაციების დაცვა ასევე აუცილებელია.

„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ვერ იცავს მოქალაქეებს "დელტა" შტამისგან, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია ვირუსის დამარცხებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, რათა დაცული იყოს. ასევე, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებასა და ყველა იმ რეგულაციის დაცვას, რომელიც მეცნიერების, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ინფექციის პირველი დღიდან იყო მოწოდებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system