თავში

ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს - სუბარი

ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს - სუბარი
ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს - სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა და არანაირ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

სუბარის თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

მიმდინარეობს დაკითხვა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია. რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა, თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხსაც აგებენვიდრე გამოძიება დასრულდება, მანამდე შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებდით, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე – მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნაზე. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს. “, – განაცხადა სუბარმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება. დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვები დღესაც გაგრძელდა.

გუშინდელი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა. დაპირისპირება მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებული იქნება და პასუხს აგებს შესაბამისი მუხლებით. 

ცნობისთვის, დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება მხარეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეუწყონ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system